გლდანის მე-5 მიკრორაიონში ავტოფარეხების ნებაყოფლობითი დემონტაჟი მიმდინარეობს. 50-მდე ავტოფარეხის მეპატრონე, გლდანის გამგეობის ინიციატივას, აღნიშნულ მისამართზე სარეკრეაციო სივრცის მოწყობის შესახებ, დადებითად შეხვდა და ავტოფარეხების დემონტაჟზე თანხმობა განაცხადა.
ავტოფარეხების აღების პროცესს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ გრიგოლია, გამგეობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მცხოვრებლები ესწრებოდნენ. ავტოფარეხების დემონტაჟის გარდა, აღნიშნულ მისამართზე, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოებიც მიმდინარეობს და მალე გლდანს კიდევ ერთი სარეკრეაციო სივრცე შეემატება.