დედაქალაქის მთავრობის სხდომა

გლდანი-ნაძალადევის რაიონში 18 ოჯახს ბინები გადაეცემა – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძე აცხადებს, ეს ოჯახები წლების განმავლობაში ბინების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. კალაძის განცხადებით, ქალაქში მნიშვნელოვანია, რეკრეაციული სივრცეები არსებობდეს, რაზეც მერია აქტიურად მუშაობს. კახა კალაძემ ასევე მოადგილეებს, გამგებლებსა და სამსახურის უფროსებს მიმართავს, თანამშრომლები მაქსიმალურად დისტანციური მუშაობის რეჟიმზე დატოვონ.