შემთხვევა გლდანში

გლდანში დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 27 თებერვალს, გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ბრალდებულმა, დანის გამოყენებით, ორ პირს სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ა.შ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. საქმესთან დაკავშირებით, გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.