ახალი პარკი გლდანში

ახალი რეკრეაციული სივრცე გაიხსნა გლდანის მესამე მიკრორაიონში. პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 9 000 კვ. მ ფართობზე სხვადასხვა ასაკისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური კუთხეები მოეწყო. განთავსდა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, კალათბურთის მოედანი, ველობილიკი და ფიტნეს სივრცე. სკვერში დამონტაჟდა სარწყავი და გარე განათებისა სისტემები.