საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა

გლდანში საფეხბურთო ცენტრი აშენდება. მოედნებს ბავშვები უსასყიდლოდ გამოიყენებენ.

სპორტული სუვრცე მე-7 მკ/რ, ყოფილი რადიო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. პროექტის თანახმად, ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედანი მოეწყობა, დამონტაჟდება 230-250 ლუქსიანი განათება, 200 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და ადმინისტრაციული შენობა.

საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დასრულება 2020 წელს იგეგმება.