პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“

დედაქალაქის მერიის ორგანიზებით დაიწყო პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, რომლის ფარგლებშიც, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მდებარე განახლებულ პარკში კონცერტი გაიმართა. მსმენელის წინაშე სრული შემადგენლობით წარდგა თბილისის მერიის ბიგ-ბენდი.

ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში მდებარე ახალრეაბილიტირებულ პარკში კი მოქალაქეების განწყობაზე ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა იზრუნეს. კონცერტებს დედაქალაქის მერის მოადგილე დაესწრო და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება კულტურის სფეროს მხარდაჭერას ემსახურება. აღნიშნული პროექტი, დედაქალაქის მასშტაბით ღია სივრცეებსა და განახლებულ პარკებში კულტურულ ღონისძიებებს მოიცავს. მომდევნო კონცერტი ქართული ესტრადის მომღერლების მონაწილეობით, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის ახალრეაბილიტირებულ პარკში დღეს, 20:00 საათზე ჩატარდება. მომავალი კვირიდან კი უკვე დაგეგმილია კონცერტების გამართვა „მზიურის“ პარკში, კიკვიძის პარკსა და გოძიაშვილის ბაღში.