შემთხვევა თბილისში

გლდანში, სადაც ლიფტის შახტში ექვსი წლის ბავშვი ჩავარდა, ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

კორპუსის მაცხოვრებლების განცხადებით, ლიფტი ხშირად ფუჭდებოდა, თუმცა მუდმივად ხდებოდა მისი შეკეთება. ადგილზე იმყოფება გლდანის რაიონული გამგებელი. მისი თქმით, ლიფტის შეკეთებასთან  დაკავშირებით კორპუსის მაცხოვრებლებს გამგეობისთვის არ მიუმართავთ.

ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, შემთხვევა გუშინ მოხდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.