ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა გრძელდება.
ამჯერად სამუშაოები საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩაზე იწყება. ოთხსართულიანი ე.წ. ხრუშჩოვკის ტიპის კორპუსი რვასართულიანი თანამედროვე კორპუსით ჩანაცვლდება. ადგილზე მცხოვრებ 19-ვე მობინადრესთან მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა. კორპუსის აშენებამდე მოქალაქეები ქირით იცხოვრებენ. ახალი კორპუსის მშენებლობის დასრულება ორი წლის შემდეგ იგეგმება.