ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა

თბილისის მერიამ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყო. პირველი პროექტი ვარკეთილში განხორციელდება. მესამე კვარტალში ავარიული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი უკვე დაწყებულია. ადგილზე ახალი ათსართულიანი კორპუსი უნდა განთავსდეს.

ძველი შენობიდან დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა მცხოვრებლები უკვე გაიყვანა და ისინი დროებითი საცხოვრებელი ფართითაც უზრუნველყო. საპილოტე პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია კიდევ 12 ავარიული კორპუსის ახლით ჩანაცვლება – მაკა ლაშხია გიამბობთ.