18 ოჯახი ამ დრომდე საცხოვრებელი ბინების გარეშე რჩება.
მესამე დღეა, დაზარალებულები ღამეს სასტუმროებში ათენებენ. საუბარია ვარკეთილში მდებარე 9-სართულიან და მრავალსადარბაზოიან კორპუსზე, რომლის ერთ-ერთ სადარბაზოში შაბათს კიბის უჯრედის ჩამონგრევის საფრთხე შეიქმნა.
წინასწარი დასკვნით, ავარიული შენობა გამაგრებას ექვემდებარება. მერია ლაბორატორიული ექსპერტიზის საბოლოო პასუხს ელოდება. მანამდე კი გარკვეულ საფრთხეებზე ამავე კორპუსის სხვა სადარბაზოების ბინადრებიც საუბრობენ.