ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა

ძველი კორპუსების ახლით ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, თბილისში კიდევ ერთი სახლი აშენდება. გამრეკელის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსის მცხოვრებლებმა შესაბამისი თხოვნით ქალაქის მერიას თავად მიმართეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ოთხსართულიანი შენობა მძიმე მდგომარეობაშია. უკვე გადაწყდა კორპუსის დემონტაჟი და მის ადგილზე თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიანი სახლის აშენება. სამუშაოების დასრულებამდე, მისამართზე მცხოვრებ 17 ოჯახს საცხოვრისით თბილისის მერია უზრუნველყოფს. პროგრამის ფარგლებში, უკვე დაწყებულია ორი ავარიული კორპუსის ახლით ჩანაცვლება, 50-მდე შენობის საკითხი კი, განხილვის სხვადასხვა ეტაპზეა.