ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ფართოვდება.

საუბარია ახალი ფართებით ასეულობით ოჯახის ერთდროულად დაკმაყოფილებაზე. ძველი კორპუსების დანგრევა და მშენებლობები დიღმის მასივში და მოსკოვის გამზირზე იგეგმება. ადგილზე არსებული და ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ორი ცხრა სართულიანი კორპუსი 20-სართულიანი შენობებით ჩანაცვლდება. სიახლეა კოოპერატიულ ბინათმშენებლობებით დაზარალებულებისთვისაც. პროგრამის ფარგლებში ახალი პროექტები იწყება, რათა დარჩენილმა 1 100-მდე ოჯახმა ბინები უახლოეს წლებში მიიღოს.