სტავროპოლში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
შემთხვევა ფედერალურ ავტომაგისტრალ „კავკაზზე“ მოხდა. თბილისი-კრასნოდარის რეისით მიმავალი ავტობუსი სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. ამ დროს ავტობუსში 40 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევისას მძიმედ დაშავდა ცხრა ადამიანი. მათ შორის ოთხი ბავშვია. ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ დაშავებულ საქართველოს მოქალაქეების დახმარება დასჭირდათ, უწყება რუსულ მხარესთან კონტაქტზე იმყოფება.