დაარღვია თუ არა რუსეთმა საქართველოს საზღვაო სივრცე, – კითხვა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ბათუმის პორტში აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალების ხომალდი შევიდა.
როგორც ირკვევა, წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოსკენ მომავალ გემს შავი ზღვის აკვატორიაში ორი რუსული ხომალდი აედევნა. ამ ინფორმაციას ამერიკის ელჩი ავრცელებს. ოფიციალური უწყებების განმარტებით, რუსულ ხომალდებს საქართველოს ტერიტორიული წყლები არ გადმოუკვეთავთ.
ამერიკული „როსი“, რომელსაც მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული რეკეტების განადგურება შეუძლია, ჩვენს ქვეყანაში პირველად გამოგზავნეს. გემის აკიპაჟი 25 აპრილს ქართველ კოლეგებთან ერთად ერთობლივ წვრთნებში უნდა ჩაერთოს.
მერაბ წულუკიძეს ვრთავთ ბათუმიდან პირდაპირ ეთერში.