საპროტესტო აქცია ბათუმში

სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა. მოქალაქეები საკრუიზო გემის შემოსვლას აპროტესტებდნენ, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, ქვეყანაში გემით შემოსულ რუსეთის მოქალაქეების ნაწილს დარღვეული ჰქონდათ ოკუპაციის კანონი.

კორდონის გარღვევა აქციის მონაწილეებმა მაშინ სცადეს, როდესაც გემზე ერთ-ერთმა პირმა რუსეთის დროშა გამოფინა. ამასთან, საკრუიზო ხომალდის ერთ-ერთმა მგზავრმა აქციაზე შეკრებილებს შეურაცხმყოფელი ჟესტით მიმართა. საკრუიზო გემის ტერიტორიას პოლიცია იცავდა. აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები შეასრულეს.