პროტესტი სოჭიდან წამოსულ საკრუიზო გემს - შეფასებები

ბათუმის პორტში რუსეთის ქალაქ სოჭიდან საკრუიზო გემის შემოსვლა და ფაქტის გამო გამართული საპროტესტო აქცია პოლიტიკური შეფასებების თემაა. საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე გუშინ დატოვა. მოქალაქეები საკრუიზო გემის შემოსვლას აპროტესტებდნენ, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

აქციას საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია – რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა მაშინ, როდესაც პუტინი მარცვლეულის გადაზიდვებს ბლოკავს“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.