ბათუმის პორტში მატარებლის ვაგონი რელსებიდან გადავიდა და კედელი დაანგრია

ინციდენტი ბათუმში – პორტში მატარებლის ვაგონი რელსებიდან გადავიდა, კედელი დაანგრია, რის გამოც, ოთხი მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია მატარებლის მწყობრიდან გამოსვლა. ბათუმის პორტში კომენტარს არ აკეთებენ.