სასამართლოს გადაწყვეტილება

ბათუმის პორტში მშენებარე ქიმიური ტერმინალის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა გრძელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოძრაობა „ჩვენი ბათუმის“ სარჩელი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის მომზადება დაავალა. ამის შესახებ დღეს მოძრაობის წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის გაცნობის შემდეგ მიიღებენ.

დატოვე კომენტარი