თურქეთის სამხედრო-საზღვაო ხომალდი საქართველოს წყლებში

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი შემოვიდა.

ეკიპაჟის წევრებს ბათუმის პორტში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის უფროსი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ბათუმის მერი დახვდნენ. ღონისძიებას თურქეთის რესპუბლიკის ელჩი დაესწრო. ვიზიტის მიზანია, ნატო-ს ოპერაციული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების „ოჩამჩირე“ და
„დიოსკურია“ მეორე დონის თვითშეფასების ჩატარება.

თურქული ხომალდი ბათუმის ნავსადგურს 10 მარტს დატოვებს.