აშშ-ის საელჩოს განცხადება

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, საარჩევნო რეფორმაზე მუშაობის პროცესიდან ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ჩამოშორების შესახებ, შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება. როგორც განცხადებაში წერია, ISFED-ის, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოცდილი საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, საქართველომ უნდა „უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა დონეზე“.

აქვე შეგახსენებთ, რომ ამავე თემაზე განცხადება გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობამაც გაავრცელა და დაინტერესებულ მხარეებს სამუშაო ჯგუფებში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის უზრუნველყოფისაკენ მოუწოდა.