ბრიფინგი ISFED-ის ოფისში

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციას უკანონოს უწოდებენ „ისფედში“. იურისტების განცხადებით, გასაუბრების ეტაპი ფორმალურ ხასიათს ატარებდა, იყო ღირსებისშემლახველი და მტრული. არსებულ კომისიას კი რეალურად არ შეუფასებია დასაქმებულების პროფესიული ცოდნა და გამოცდილება. „ისფედის“ წარმომადგენლები მოუწოდებენ თეა წულუკიანს, შეწყვიტოს თანამშრომელთა უკანონოდ გათავისუფლება და სამინისტროს საკადრო პოლიტიკა კანონის ფარგლებში წარმართოს.