ISFED-ის შუალედური ანგარიში

სოციალური მედიის მონიტორინგის მეორე ანგარიშს აქვეყნებს „სამართლიანი არჩევნები“. ორგანიზაცია 23 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე პერიოდში 32 პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ 318 გვერდს დააკვირდა. როგორც „ისფედში“ ამბობენ, მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ ყველაზე მეტი ფესიბუქ გვერდით სარგებლობდა ოპოზიცია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია „საქართველოსთვის“,  ინტერაქციით კი ყველაზე აქტიური გვერდები „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის. ანგარიშის ავტორების ცნობით, ოფიციალურ გვერდებს მიღმა ასევე არის სხვადასხვა გვერდი და ანონიმური კამპანია, მათ შორის მედია საშუალების სახელით კონკრეტული პარტიების მხარდამჭერი ფეისბუქ გვერდები. მათივე თქმით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის ანონიმურ გვერდებზე მიმდინარე კამპანია გამოირჩევა მედიასაშუალებების მადისკრედიტირებელი გზავნილებით. ასევე მსგავსი გზავნილებით გამოირჩეოდა არაერთი ფეისბუქ გვერდი არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართითაც.