ელექტრონული ტექნოლოგიები 2024 წლის არჩევნებში

„ელექტრონული ტექნოლოგიები 2024 წლის არჩევნებში: ცვლილებები და შეფასებები“ – „სამართლიანმა არჩევნებმა“ ამ თემაზე კონფერენცია ჩაატარა. საუბარი შეეხო იმ ცვლილებებს, რაც 2024 წლის არჩევნებზე იქნება. აქცენტი გაკეთდა ხმის მიცემის ახალ პროცედურაზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩატარდება.

ISFED-ის ხელმძღვანელის ინფორმაციით კი, არასამთავრობო ორგანიზაციებმა 1-ლი ოქტომბრის არჩევნებზე, ორი პრობლემა გამოკვეთეს – ამომრჩევლის ნაკლები ინფორმირებულობა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა.