სამუშაო შეხვედრა მოსამართლეებთან

საქართველოს უზენაესი, სააპელაციო, საქალაქო და რაიონული სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველ მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესის შესახებ ინფორმაცია მონაწილეებს ცესკო-ს თავმჯდომარემ მიაწოდა. საუბარი შეეხო ტექნოლოგიებზე მორგებული შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის საკითხს, ადამიანური რესურსის გაძლიერებას, უპრეცედენტო ინფორმირების კამპანიას, ეტაპობრივად ჩატარებული საპილოტე არჩევნებსა და ელექტრონული არჩევნების სამართლებრივი მოწესრიგების საკითხებს. წარმოდგენილი იყო საარჩევნო ელექტრონული აპარატურაც. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, პრაქტიკაში ენახათ მათი მუშაობა. სამუშაო შეხვედრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობით განხორციელდა.