ISFED-ის ანგარიში - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

მმართველი გუნდი „ისფედის“ ანგარიშს ცესკო-სა და ელექტრონული სისტემის წინააღმდეგ მიმართულ „შავი კამპანიის“ ნაწილად აფასებს. საუბარია დოკუმენტზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა და სადაც წერია, რომ ვერიფიკაციის აპარატი ამომრჩეველთა ვინაობის შემოწმებას ბიომეტრიული მონაცემებით არ ახდენს, რაც მრავალჯერადი ხმის მიცემის თეორიულ შესაძლებლობას ტოვებს. ISFED-ის ინფორმაციის თანახმად, არსებულ აპარატებზე თითის ანაბეჭდით ამომრჩევლის იდენტიფიკაციის ფუნქციის დამატება შესაძლებელია, შესაბამისად, საჭიროა, დაიწყოს მის დანერგვაზე მუშაობა.

თეონა ხუბულავა დეტალებით.