ევროკავშირის ელჩის კომენტარი

15:22, 20.09.2024

საქართველოში ევროკავშირის ელჩი ISFED-ის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის თემა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები იყო. პაველ ჰერჩინსკის თქმით, დამკვირვებლების შეფასებების საფუძველზე გადაწყვეტენ, მიიჩნევენ თუ არა არჩევნებს სამართლიანად. დიპლომატის თქმით, ევროკავშირისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი.

მსგავსი