ბრალდება საარჩევნო მანიპულაციებისთვის

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე ბრალის წარდგენას ეხმაურებიან. „ქართულ ოცნებაში“ პარალელს საქართველოში 2020 წლის არჩევნების დროს ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედებასთან ავლებენ.

მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, აშშ-ის ამ პრეცედენტის გათვალისწინებით, ოპოზიციურ სპექტრსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ს, საქართველოში არჩევნების საბოტაჟის გამო პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა. ოპოზიციის ნაწილი კი „ქართული ოცნების“ ამ განცხადებას აბსურდულს უწოდებს და არასამთავრობო ორგანიზაციების დევნად აფასებს.