„არტ გენი“ 2024 გრძელდება. ეთნოგრაფიულ მუზეუმში სცენა ფოლკლორულმა ანსამბლებმა და ჯგუფებმა დაიკავეს. მსმენელის წინაშე წარდგნენ ფესტივალის სპეციალური სტუმრები ისრაელიდან. ღონისძიებას ასევე დაესწრო ისრაელის ელჩიც. 20 ივლისის საღამო დასკვნითი კონცერტით ბენდმა „გაგა ფრანმა“ დახურა. დღეს კი მაყურებლის წინაშე ნინო ქათამაძე და ჯგუფი „ინსაითი“ წარდგება. ფესტივალი 28 ივლისს დაიხურება.