მუსიკალური ფესტივალი „ოქსიგენფესტი 2022“

რუსთავში ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი დასრულდა. „ოქსიგენის“ მეორე დღეს, სცენა „არტ გენს“ დაეთმო, საღამო კი სუხიშვილების კონცერტით დაიხურა. ახალი სივრცე „ოქსიგენი“რუსთავში წელს პირველად გაიხსნა და ორგანიზატორების თქმით, მომავალში ფესტივალი კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.