თბილისში კრწანისობას აღნიშნავენ

თბილისში კრწანისობას აღნიშნავენ. ღონისძიებაზე კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. ასევე სტუმრების წინაშე ფოლკლორული ანსამბლები წარდგნენ. სტუმრებმა მეფე ერეკლე II-ისა და კრწანისის ბრძოლის შესახებ ლექსები მოისმინეს და ძველი, ქართულ-კავკასიური საბრძოლო იარაღი და ქართული სამოსი დაათვალიერეს. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო და შეკრებილ სტუმრებს დღესასწაული მიულოცა.