ზინაიდა კვერენჩხილაძის საიუბილეო საღამო

დმანისის თეატრმა ზინაიდა კვერენჩხილაძის 90 წლის იუბილე აღნიშნა. საღამოში მონაწილეობდნენ დმანისის თეატრის მსახიობები, დმანისის ფოლკლორული ანსამბლები, მსახიობები ელდინო საღარაძე და მაკა შალიკაშვილი. სტუმრებს განსაკუთრებული გარემო შეუქმნეს. იუბილეს ფარგლებში გაიმართა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნის – „მე ანტიგონე“ განახლებული გამოცემის პრეზენტაცია.

საიუბილეო წლის ფარგლებში წიგნი-ალბომი გამოიცა.