ფესტივალი „Art-გენი“ 20 წლისაა

ფესტივალ Art-გენის თბილისის ტური ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიება წელს მეოცედ ტარდება. პირველ დღეს მაყურებლების წინაშე „სუხიშვილები“ და ანსამბლი „სახიობა“ წარდგნენ. ეთნოგრაფიულ მუზეუმში მსმენელს დღეს რობი კუხიანიძე & „აუთსაიდერი“ და „ცირკუს მირკუსის კონცერტი დახვდება. 30 ივლისს კი ფესტივალი ნიაზ დიასამიძის კონცერტით დაიხურება.