არქეოლოგიური აღმოჩენა ზუგდიდში. სოფელ ცაცხვში, სპეციალისტებმა არქიტექტურული ნაგებობების ნაშთებს მიაკვლიეს. აღმოჩენილია არტეფაქტები, რომლებიც ადრე ქრისტიანული ხანიდან მეცხრამეტე საუკუნის ჩათვლით პერიოდს ეკუთვნის. გათხრების დროს ასევე გამოვლენილია გვიანი ბრინჯაო – ადრე რკინის ხანის არქეოლოგიური ობიექტი, რომელიც სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში „ცაიშის სამაროვნის“ სახელით არის ცნობილი.