ისტორიული აღმოჩენა დმანისში

დმანისი მორიგი მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენის ადგილი ხდება. ამჯერად საუბარია ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლზე, სადაც ექსპედიციამ მილიონ 800 ათასი წლით დათარიღებულ ფენებში მსოფლიოში უძველესი ადამიანის ქვედა ყბის კბილი აღმოაჩინა. მანამდე, 2021 წელს ოროზმანის ძეგლზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ტერიტორიაზე ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების მიერ დამზადებული ქვის იარაღები და გადაშენებულ ცხოველთა ძვლები გამოავლინეს.

ბოლო აღმოჩენით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ დმანისის მუნიციპალიტეტი მსოფლიოში უძველესი ადამიანის საცხოვრებელი ადგილი იყო.