არქეოლოგიური ექსპედიცია ქუთაისში

ქუთაისში ჩატარებული მასშტაბური არქეოლოგიური გათხრები, რომელიც ქალაქის უძველესი ისტორიის პირველ მეცნიერულ დადასტურებას წარმოადგენს. ქართულ-პოლონური ოთხწლიანი ექსპედიციის დროს მოპოვებული არტეფაქტები ძვ.წ.-ით მე-14 საუკუნით თარიღდება. ეს კი ნიშნავს, რომ ქუთაისი არგონავტიკის პერიოდის კოლხეთის დედაქალაქი იყო. ახლა საჭიროა უფრო სიღრმისეული სამეცნიერო კვლევები, რომელშიც ცნობილი არქეოლოგიურ-სამეცნიერო ცენტრების ჩართვაც იგეგმება.

კვლევები პოლონურ-ქართული ექსპედიციის ფარგლებში აგვისტოდან უნდა გაგრძელდეს და სწორედ ამ პროცესმა უნდა დაადგინოს, რამდენად ახლოსაა რეალობასთან მითი კოლხი მედეასა და ოქროს საწმისის შესახებ. ექსპედიცია საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით ხორციელდება.