არასრულწლოვნების საქმეზე საპარლამენტო კომისია ზვიად კუპრავას გამოკითხავს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია დღეს ზვიად კუპრავას გამოკითხავს. კუპრავას გამოკითხვის მოთხოვნით, კომისიას, მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მიმართა.

დღესვე, დეპუტატებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, მოზარდების მკვლელობის საქმის გამომძიებელს ირაკლი ფიფიას, დეტექტივების სამმართველოს უფროსს და თბილისის  პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მოუსმენს. ასევე, კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის რეკომენდაციებსაც განიხილავს. როგორც კაპანაძე ამბობს, ერთი პირის დაჭრის ფაქტზე გამოძიება, ხოლო მეორე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს.