ხორავას ქუჩაზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას დანაშაულის აღიარების შემდეგ შესაძლოა სასჯელი შეუმსუბუქონ. რას გულისხმობს ეს გადაწყვეტილება, დღეს დეტალები არ დაკონკრეტებულა. თუმცა საპროცესო შეთანხმებას მწვავე რეაქციები მოჰყვა ამავე ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატის მხრიდან, რომლის დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს. არ არის გამორიცხული, რომ 2017 წელს მომხდარი რეზონანსული მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.