შაქარაშვილის საქმე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული სამი პირი შესაძლოა გათავისუფლდეს. ამ მოთხოვნას ადვოკატები დღეს სხდომაზე სხვადასხვა გარემოების გამო დააყენებენ. პარალელურად მზადდება საპროცესო შეთანხმება და უკვე არსებობს დაზარალებულის თანხმობაც, შეგროვებულია ყველა საჭირო დოკუმენტაცია. სხდომა ამ წუთებში იმართება. საქმის ამ ნაწილში ბრალდებულია რვა პირი. ყველა მათგანს გამოძიება ძალადობას ედავება.

დატოვე კომენტარი