ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე

თბილისის ცენტრში მომხდარი გახმაურებული მკვლელობიდან მეექვსე დღეს ბრალდებულები ისევ არ არიან დაკავებულები.

გიორგი კავილაძეს და აკო ჭელიძეს სამართალდამცავები ისევ ეძებენ. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო ტარებისთვის ბრალდებულებს დღეს დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდათ. არაოფიციალური ინფორმაციით, ძებნილებმა ქვეყანა უკვე დატოვეს. ნიკო კვარაცხელიას შემზარავი მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებები ხდება ცნობილი – მათ შორის იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდნენ ბრალდებულები მტკიცებულებების განადგურებას.

დანაშაულის სავარაუდო ვერსიებსა და მოტივებს თეონა ხუბულავა არკვევდა.