არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმეში შესაძლოა ახალი გარემოება გამოიკვეთოს. დანაშაულში ბრალდებულთა ადვოკატების ვარაუდით, პირველ დეკემბერს არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად კიდევ ერთი მოზარდი დაიჭრა. ამ ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებს პროკურორი, თუმცა არ აკონკრეტებს, რით არის ეს დაზიანებები მიყენებული – ცივი იარაღით თუ ცემის შედეგად. ბრალდების მხარე არც იმას გამორიცხავს, რომ რეზონანსულ საქმეში ბრალდებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს. ამ დრომდე სადავო რჩება სისხლიანი გარჩევის დროს გამოყენებული ცივი იარაღის რაოდენობაც.

ორი მოზარდის გარდაცვალებით დასრულებული შემზარავი ტრაგედია და ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები თეონა ხუბულავას რეპორტაჟში.