გადაწყვეტილება რეზონანსულ საქმეზე აშშ-ში

რეზონანსული საქმე აშშ-ის სასამართლოში, რომელსაც მთელი ქვეყანა ყურადღებით აკვირდებოდა. ვისკონსინის სასამართლომ 2020 წლის აგვისტოში, რასიზმისა და პოლიციის მხრიდან სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბური არეულობის დროს, ორი ადამიანის მკვლელობაში და ერთი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული, 18 წლის კაილი რითენჰაუსი, უდანაშაულოდ ცნო. ორკვირიან სასამართლო პროცესზე, რომლისკენაც მთელი აშშ-ის ყურადღება იყო მიპყრობილი, 30-ზე მეტ მოწმეს, მათ შორის ბრალდებულს უსმენდნენ, იყო მწვავე კამათი მხარეებსა და მოსამართლეს შორის.

სასამართლოს გადაწყვეტილებას მსხვერპლთა ახლობლებისა და სამართლის ექსპერტების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, თუმცა გადაწყვეტილებას მოსახლეობის ნაწილი მიესალმა. მედიაში უკვე დაიწერა, რომ სასამართლომ გამოავლინა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური განხეთქილება, რადგან ბევრმა დემოკრატმა განაჩენი დაგმო, ხოლო რესპუბლიკელებმა განაცხადეს, რომ სამართალი აღსრულდა.

გივი ბარამიძის რეპორტაჟი.