გასულ წელს გაცემული დაპირებების მიუხედავად, დედაქალაქის მეტროსადგურების უმეტესობა არ არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრებზე.
თბილისში მოქმედი 23 სადგურიდან უსინათლოებისთვის აუცილებელი სპეციალური ბილიკი მხოლოდ ერთ – მეტროსადგურ უნივერსიტეტშია.
სმენადაქვეითებულებისთვის განკუთვნილი სპეციალური დაფა მხოლოდ ოთხ ვაგონშია განთავსებული. ყველაზე რთული ვითარება ეტლით მოსარგებლე მოქალაქეების შემთხვევაშია. 23 სადგურიდან მათ საჭიროებებს არცერთი აკმაყოფილებს.