პროტესტის მეთოთხმეტე დღე და აქციების ახალი ტალღა სომხეთში.
ერევანში რესპუბლიკის მოედანზე ამ წუთებში აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
აქტივისტების თქმით, დღეს ერევანში ყველა მთავარი ქუჩა გადაიკეტება.
ქუჩებისა და ხიდების ბლოკირების მიზნით, ერევანი-სევანის გზაზე 80 სატვირთო მანქანაა მობილიზებული.
ოპოზიციის ლიდერი და აქციების ორგანიზატორი ნიკოლ ფაშინიანი პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს გაგიკ წარუკიანს შეხვდა.
პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების გადადგომაა.