პარტია „აყვავებული სომხეთის" ლიდერი მზადაა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ნიკოლ ფაშინიანს მხარი დაუჭიროს
პარტია „აყვავებული სომხეთის" ლიდერი მზადაა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ნიკოლ ფაშინიანს მხარი დაუჭიროს

პარტია „აყვავებული სომხეთის” ლიდერი გაგიკ წარუკიანი მზადაა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ოპოზციის მიერ დასახელებულ კანდიდატს, ნიკოლ ფაშინიანს მხარი დაუჭიროს. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი სომხური გამოცემა ავრცელებს.

„მზად ვარ ისე მოვიქცე, რომ ნიკოლი პრემიერ-მინისტრი გახდეს, თუ ხალხს ასე სურს, ჩვენ ამის საშუალებას მივცემთ”, – განუცხადა წარუკიანმა გამოცემას.

შეგახსნებთ, გუშინ ნიკოლ ფაშინიანსა და გაგიკ წარუკიანს შორის შეხვედრა შედგა.

ფრაქცია „ელქმა“ აქციების ორგანიზატორი, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად გუშინ დაასახელა.

სომხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. მის მოვლებას კარენ კარაპეტიანი ასრულებს.  გავრცელდა ინფორმაცია  თანამდებობიდან მისი გადადგომის შესახებ, თუმცა ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

ნიკოლ ფაშინიანი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. როგორც ცნობილია, ოპოზიციონერ კანდიდატს, ნიკოლ ფაშინიანს პრემიერ-მინისტრად არჩევისთვის სულ მცირე, 53 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ფაშინიანის მომხრეები აცხადებენ, რომ უკვე აქვთ 47 დეპუტატის მხარდაჭერის იმედი.