პროტესტის მე-13 დღე

სომხეთში პრემიერობისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია.

ერევანი და ქვეყნის რამდენიმე ქალაქი ისევ საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა.

დემონსტრანტები სომხეთის ახალ პრემიერ-მინისტრად ოპოზიციის კანდიდატის დანიშვნას ითხოვენ. ამ პოსტზე უკვე წარდგენილია ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი. თუმცა ოპონენტების მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს მთავრობა, რომელსაც საკუთარი კანდიდატი ჰყავს.

კარაპეტიანი თუ ფაშინიანი – ლევან ახალაია არკვევდა, როგორ განვითარდება სომხეთში პოლიტიკური პროცესები.