პარტია „დაშნაკცუთიუნმა“ სომხეთის მმართველი კოალიცია დატოვა

19:34, 25.04.2018

პარტია „დაშნაკცუთიუნი“ მმართველი რესპუბლიკური პარტიის კოალიციას ტოვებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„მხედველობაში ვიღებთ არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას. ჩვენ ვტოვებთ პოლიტიკურ კოალიციას. ეროვნულმა კრებამ პრემიერ-მინისტრად ის კანდიდატი უნდა აირჩიოს, ვისაც ხალხი ენდობა“, – განაცხადეს პარტიაში.

„დაშნაკცუთიუნს“ სომხეთის ეროვნულ კრებაში შვიდი დეპუტატი ჰყავს.

მანამდე განცხადება გააკეთა ფრაქცია „დაშნაკცუთიუნის“ წევრმა სურენ მანუკიანმა, რომელიც დემონსტრანტებს შეუერთდა.

როგორც ცნობილია, ოპოზიციონერ კანდიდატს, ნიკოლ ფაშინიანს პრემიერ-მინისტრად არჩევისთვის სულ მცირე, 53 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ფაშინიანის მომხრეები აცხადებენ, რომ უკვე აქვთ 47 დეპუტატის მხარდაჭერის იმედი.

სომხეთის მმართველ რესპუბლიკურ პარტიას პარლამენტში 58 დეპუტატი ჰყავს, ფრაქცია „დაშნაკცუთიუნს“ – შვიდი, ნიკოლ ფაშანიანის ფრაქცია „ელქს“ – ცხრა, 31 ადგილი აქვს „წარუკიანის“ ბლოკს.

მსგავსი