პარტია „დაშნაკცუთიუნი“ მმართველი რესპუბლიკური პარტიის კოალიციას ტოვებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„მხედველობაში ვიღებთ არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას. ჩვენ ვტოვებთ პოლიტიკურ კოალიციას. ეროვნულმა კრებამ პრემიერ-მინისტრად ის კანდიდატი უნდა აირჩიოს, ვისაც ხალხი ენდობა“, – განაცხადეს პარტიაში.
„დაშნაკცუთიუნს“ სომხეთის ეროვნულ კრებაში შვიდი დეპუტატი ჰყავს.
მანამდე განცხადება გააკეთა ფრაქცია „დაშნაკცუთიუნის“ წევრმა სურენ მანუკიანმა, რომელიც დემონსტრანტებს შეუერთდა.
როგორც ცნობილია, ოპოზიციონერ კანდიდატს, ნიკოლ ფაშინიანს პრემიერ-მინისტრად არჩევისთვის სულ მცირე, 53 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ფაშინიანის მომხრეები აცხადებენ, რომ უკვე აქვთ 47 დეპუტატის მხარდაჭერის იმედი.
სომხეთის მმართველ რესპუბლიკურ პარტიას პარლამენტში 58 დეპუტატი ჰყავს, ფრაქცია „დაშნაკცუთიუნს“ – შვიდი, ნიკოლ ფაშანიანის ფრაქცია „ელქს“ – ცხრა, 31 ადგილი აქვს „წარუკიანის“ ბლოკს.