ერევნის ქუჩებში პოლიციისა და ჯავშანტექნიკის მობილიზება დაიწყო
ერევნის ქუჩებში პოლიციისა და ჯავშანტექნიკის მობილიზება დაიწყო

ერევანში  აქციის მონაწილეები ოპოზიციის ლიდერ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად რესპუბლიკის მოედნისკენ მსვლელობას აწყობენ. ქალაქის  ქუჩებში პოლიციისა და ჯავშანტექნიკის მობილიზება დაიწყო.

სომხური მედიის ინფორმაციით, პოლიცია სამთავრობო შენობებს იცავს.

სომხეთში საპროტესტო აქციები პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარგისიანის გადადგომის მოთხოვნით დაახლოებით 2 კვირის წინ დაიწყო. სარგსიანმა  გადადგომის შესახებ განცხადება  23 აპრილს გააკეთა, თუმცა ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თუ ახალ პრემიერს ხალხის ნაცვლად კვლავ მმართველი პარტია აირჩევს, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.