ერევანში აქციის მონაწილეები ოპოზიციის ლიდერ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად რესპუბლიკის მოედნისკენ მსვლელობას აწყობენ. ქალაქის ქუჩებში პოლიციისა და ჯავშანტექნიკის მობილიზება დაიწყო.
სომხური მედიის ინფორმაციით, პოლიცია სამთავრობო შენობებს იცავს.
სომხეთში საპროტესტო აქციები პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარგისიანის გადადგომის მოთხოვნით დაახლოებით 2 კვირის წინ დაიწყო. სარგსიანმა გადადგომის შესახებ განცხადება 23 აპრილს გააკეთა, თუმცა ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თუ ახალ პრემიერს ხალხის ნაცვლად კვლავ მმართველი პარტია აირჩევს, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.