აქციების ახალი ტალღა სომხეთში

პროტესტის მეთოთხმეტე დღე და აქციების ახალი ტალღა სომხეთში.

ერევანში რესპუბლიკის მოედანზე ამ წუთებში აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

აქტივისტების თქმით, დღეს ერევანში ყველა მთავარი ქუჩა გადაიკეტება.

ქუჩებისა და ხიდების ბლოკირების მიზნით, ერევანი-სევანის გზაზე 80 სატვირთო მანქანაა მობილიზებული.

ოპოზიციის ლიდერი და აქციების ორგანიზატორი ნიკოლ ფაშინიანი პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს გაგიკ წარუკიანს შეხვდა.

პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების გადადგომაა.